|
2022-07-25 13:43:31, 1842 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი მარცვლეულის ექსპორტზე - შეთანხმება ძალაშია, ოდესის სარაკეტო იერიში სამხედრო ინფრასტრუქტურას მოხვდა
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, მოსაზრება რომ უკრაინის ქალაქ ოდესაზე განხორციელებული საკრუიზო რაკეტების დარტყმები რაიმე გავლენას მოახდენს მარცვლეულის ექსპორტზე და გაეროს ეგიდით დადებულ შეთანხმებაზე. პესკოვი ამტკიცებს, რომ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის მოზანი სამხედრო ინფრასტრუქტურაა. ”ეს დარტყმები დაკავშირებულია ექსკლუზიურად სამხედრო ინფრასტრუქტურასთან. ისინი არანაირად არ უკავშირდება ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის ექსპორტისთვის. ამან არ უნდა იმოქმედოს - და არ იმოქმედებს - გადაზიდვების დაწყებაზე,”- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს, უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გარანტირებისთვის შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში , რუსეთმა საკვანძო საპორტო ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. გეგმის თანახმად უკრაინული მხარე გააკონტროლებს მარცვლეულის ტვირთების მოძრაობას დანაღმული პორტების წყლებში; რუსეთი ეთანხმება ზავს ტვირთების გადაზიდვისას; თურქეთი - გაეროს მხარდაჭერით - შეამოწმებს გემებს, რათა გაქარწყლოს რუსული მხარის შიში იარაღის კონტრაბანდის შესახებ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)