18:28 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 11:28:24, 3142 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი დილემის წინაშეა: უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთში, ან გააძლიეროს თავდაცვა დასავლეთში

რუსეთის სარდლობა დილემის წინაშე დგას: ან უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთში, ან გააძლიეროს თავდაცვა დასავლეთის მიმართულებით,- ამის შესახებინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, უშედეგო ბრძოლები გრძელდება როგორც დონბასში, ასევე ხერსონის მიმართულებით. 

„2022 წლის 18 ივლისს, ბელგოროდის რეგიონში დაზვერვამ უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში, რუსული ბაზა აღმოაჩინა. სამხედრო ტექნიკის სარემონტოდ განკუთვნილ შენობაში სულ მცირე 300 დაზიანებული მანქანაა, მათ შორის ძირითადი საბრძოლო ტანკები, ჯავშანტექნიკა და ზოგადი დანიშნულების სატვირთო მანქანები. გარდა კარგად დოკუმენტირებული საკადრო პრობლემებისა, რუსეთს, სავარაუდოდ, კვლავ ექნება სირთულეები ათასობით სამხედრო მანქანის ევაკუაციასა და შეკეთებაში, რომლებიც დაზიანდა უკრაინაში ბრძოლების დროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. უკრაინის ჯარები აგრძელებდნენ შეტევას რუსეთის ძალების წინააღმდეგ მდინარე დნეპრის დასავლეთით.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics