17:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 11:58:23, 1472 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, ის იპოვის გზას, რომ შეთანხმება არ შეასრულოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა რუსეთი „ბარბაროსობაში“ ოდესის სამხრეთ პორტზე სარაკეტო იერიშის განხორციელების შემდეგ, რამაც საფრთხე შეუქმნა ერთი დღით ადრე გაფორმებული შეთანხმებით, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვასა და ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შემსუბუქებას.

ზელენსკის თქმით, თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოსკოვს შეთანხმების განხორციელებაში არავინ არ უნდა ენდოს.

”ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რასაც არ უნდა დაგვპირდეს რუსეთი , ის იპოვის გზებს, რომ არ განახორციელოს დადებული შეთანხმება. დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე, ჩვენს პორტზე, არის ცინიკური და ეს იყო დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე. თუ ვინმეს მსოფლიოში მაინც შეუძლია თქვას, რომ მასთან, რუსეთთან რაღაც დიალოგია საჭირო, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, ნახეთ რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრებმა გაანადგურეს მსგავსი განცხადებების შესაძლებლობა," - აღნიშნა ზელენსკიმ. 

ოდესაზე განხორციელებულმა დარტყმები დაგმეს  გაეროს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ოფიციალურმა პირებმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა განაცხადა  რომ „ეს თავდასხმა სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს რუსეთის ერთგულების სანდოობას გუშინდელი შეთანხმების მიმართ“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics