17:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 21:21:19, 1611 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - რუსეთი სამხედროების დაღუპვას სახელმწიფო საიდუმლოებად ასაღებს

უკრაინაში, რუსი ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, დაიღუპა ასობით პოლკოვნიკი და  გენერალი. - ამის შესახებ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა Reuters-თან განაცხადეს.

მათივე თქმით, რუსეთი სამხედროების დაღუპვას სახელმწიფო საიდუმლოებად ასაღებს და ოფიციალურ ინფორმაციას მსხვერპლის თაობაზე არ ასაჯაროებს.

"უკრაინაში, რუსი ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, დაიღუპა ასობით პოლკოვნიკი და  გენერალი, რუსეთი სამხედროების დაღუპვას სახელმწიფო საიდუმლოებად ასაღებს და ოფიციალურ ინფორმაციას მსხვერპლის თაობაზე არ ასაჯაროებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics