|
2022-07-21 17:45:27, 1675 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე რაუნდს „არასაკმარისი“ უწოდა - რას მოიცავს ახალი შეზღუდვები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე რაუნდს „არასაკმარისი“ უწოდა. სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას და რუსეთის უმსხვილესი ბანკის -სბერბანკის აქტივების გაყინვას ევროკავშირის მასშტაბით. ასევე იზრდება რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების სია. ამავე დროს, ევროკავშირი გამოყოფს 500 მილიონ ევროს, რათა უკრაინისთვის სამხედრო სფეროში დახმარება გაზარდოს. "ეს საკმარისი არ არის და ამას გულწრფელად ვეუბნები ჩემს პარტნიორებს. რუსეთმა ომისთვის გაცილებით მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს, რათ იძულებული გახდეს ეძიოს მშვიდობა," - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. ჩეხეთის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი სანქციებით ევროკავშირი შეუერთდება G7 ქვეყნების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს. პაკეტი ასევე აძლიერებს სანქციების იმპლემენტაციას და ხარვეზებთან ბრძოლას. ზომები ასევე განბლოკავს რუსულ ბანკებში არსებულ აქტივებს, რომლებიც დაკავშირებულია საკვებით და სასუქებით ვაჭრობასთან, რათა უპასუხონ მოსკოვის ბრალდებებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სასურსათო კრიზისს იწვევს. "ეს იყო პასუხი იმისა, რომ სანქციები საფრთხეს არ შეუქმნის სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში“, განაცხადა ჩეხეთის მთავრობამ. G7-ის ქვეყნებმა ივნისში აკრძალეს რუსული ოქროს იმპორტი. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ახალი პაკეტი ხელს შეუწყობს ადრეული სანქციების უფრო ეფექტურად აღსრულებას და მათ 2023 წლის იანვრამდე გახანგრძლივებას. „მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის“, - დასძინა მან. ევროკავშირმა სანქციების რიგით მეშვიდე პაკეტი აამოქმედა, მას შემდეგ რაც რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.სანქციების ექვსი რაუნდი უკვე შეეხო რუსეთის ეკონომიკას, ფინანსურ სისტემას, ცენტრალურ ბანკს, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მის ახლო წრეს. სანქციების ბოლო რაუნდი მიღებულ იქნა ივნისში და დააწესა აკრძალვა რუსული ნავთობზე.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)