16:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 12:20:56, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი პუტინზე - კლასიკური რუსული ფარისევლობაა ირანის ლიდერთან ქედს იხრიდე, როდესაც უკრაინაში მეჩეთებს ბომბავ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსი სამხედროების მიერ ხარკოვში მეჩეთის დაბომბვას „კლასიკურ რუსულ ფარისევლობას“ უწოდებს.

პოდოლიაკი დასძენს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის უზენაეს ლიდერს, ალი ჰამენეის, ქედს უხრიდა და იარაღს სთხოვდა, მისი ბრძანებით უკრაინის ქალაქ ხარკოვში მეჩეთებს ბომბავდნენ.

"კლასიკური რუსული ფარისევლობა. მიბრძანდით თეირანში ირანის უზენაეს ლიდერს ალი ჰამენეის თაყვანისმცემლად და  მსოფლიოს მეორე არმიისთვის იარაღის სათხოვნელად და ამავე დროს თავს დაესხით მეჩეთს ხარკოვში. ბარბაროსებისთვის არაფერია წმინდა. მაგრამ გაიგებს ირანი კრემლის ამ ზიზღის ჟესტს,"- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18-19 ივლისს ებრაჰიმ რაისის მიწვევით ირანს ეწვია, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა.იმავე დღეს, ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრნენ ასტანას ფორმატში მეშვიდე სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც ირანის პრეზიდენტმა უმასპინძლა.ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილულ იქნა რეგიონული და გლობალური საკითხებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics