|
2022-07-15 09:58:39, 1451 ნახვა
ომი უკრაინაში
ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს
რუსული მხარის მიერ ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში აშშ-ს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ. განცხადების თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება ძალიან არასტაბილურია და შეიძლება მოულოდნელად გაუარესდეს. „უსაფრთხოების ვითარება მთელს უკრაინაში კვლავ სასტიკი და არაპროგნოზირებადია რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო თავდასხმების, ქვეყანაში აქტიური საომარი მოქმედებების და უსაფრთხოების გაურკვეველი პირობების გამო. აშშ-ს საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფმა პირებ სმაასწრაფოდ დატოვონ კერძო მანქანების გამოყენებით ან სახმელეთო ტრანსპორტით, თუ ეს უსაფრთხოა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, დაახლოებით 11:00 საათზე რუსეთის ჯარებმა რაკეტა ესროლა ვინიცას ცენტრს . წინასწარი მონაცემებით, სამი რუსული რაკეტა შენობის საოფისე ფართს მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები.ცეცხლი ავტოსადგომზე გავრცელდა 50-მდე მანქანას გაუჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარაკეტო თავდასხმას ტერორისტული თავდასხმა უწოდა. 23 გარდაცვლილის შესახებ ცნობილია , ასამდე ადამიანი საავადმყოფოებშია. ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში მატი მაასიკასმა ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ რუსების დანაშაულები გამოიძიებენ და დამნაშავეები პასუხს აგებენ. აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა უწოდა თავდასხმა "კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა, რომელმაც შეიწირა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე". ევროპარლამენტის წევრმა ლიტველმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა ვინიცაზე რუსების თავდასხმას სახელმწიფო ტერორისტული აქტი უწოდა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)