14:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 10:46:24, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მსოფლიოს ე.წ.მეორე არმიას უკრაინელების ეშინია

 უკრაინული მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად,  აგრესორებს მაინც არ აქვთ გამბედაობა აღიარონ დამარცხება და დატოვონ ჩვენი ქვეყანა,- აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
 
მისივე თქმით, ოკუპანტებმა იგრძვნეს თანამედრივე არტილერიის სიმძლავრე.

 ”რუსებმა უკვე სათანადოდ იგრძნეს რა არის თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო წერტილი არსად ჩვენს ოკუპირებულ მიწაზე. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავი ოფიცრების ოპერაციები, რომლებიც იცავენ ჩვენს სამშობლოს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი „სპეციალური ოპერაცია“.როგორც მათი საუბრების ჩანაწერებიდან ვიცით, რუს ჯარისკაცებს ღიად ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების. ამ ომის 139 დღე, თითქმის 20 კვირა, ეგრეთ წოდებულ მეორე მსოფლიო არმიას ეშინია უკრაინელების და მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უძირო მარაგების გამოყენებით ახერხებს რაიმეს გაკეთებას.მათ აღარ აქვთ სტრატეგიული ძალა, ხასიათი და გააზრება, თუ რას აკეთებენ კიდეც აქ, ჩვენს მიწაზე. გამბედაობის ნატეხიც კი არ არის, რომ აღიარო დამარცხება და ჯარები გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან,“- განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics