|
2022-07-07 19:01:18, 1898 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ბორის ჯონსონს ესმის რუსული ურჩხულის საფრთხე და ყოველთვის უკრაინის მხარდაჭერის წინა პლანზეა
ლიდერობა ნიშნავს რუსეთის ბოროტებას უწოდო ბოროტება, მადლობა ბორის ჯონსონს. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მისივე თქმით, ბორის ჯონსონს ესმის რუსული ურჩხულის საფრთხე და ყოველთვის უკრაინის მხარდაჭერის წინა პლანზეა. "ლიდერობა ნიშნავს რუსეთის ბოროტებას უწოდო ბოროტება და პასუხისმგებლობის აღება ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. იყო ლიდერი, ნიშნავს იყო პირველი, ვინც ჩავიდა კიევში, მიუხედავად სარაკეტო თავდასხმებისა. მადლობა ბორის ჯონსონს იმის გამო, რომ მას ესმის რუსული ურჩხულის საფრთხე და ყოველთვის უკრაინის მხარდაჭერის წინა პლანზეა". - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)