|
2022-07-03 16:41:37, 1624 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი
ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი სლავიანსკი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს- არის მსხვერპლი. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა განაცხადა. მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად ქალაქში 15-მდე ხანძარი გაჩნდა. "სლავიანსკის მასიური დაბომბვა MLRS-დან. ყველაზე დიდი ვიდრე ოდესმე. ბევრი მოკლული და დაჭრილი. ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ ერთად ვართ,"- ხაზგასმით აღნიშნა ლიახმა. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე დონეცკის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა , რომ რეგიონის დაახლოებით 45% ახლა უკრაინის კონტროლის ქვეშაა. 24 თებერვლისთვის ეს მაჩვენებელი ორი მესამედი იყო. სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან დონეცკის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა. მისი გათვლებით, ახლა დონეცკის ოლქის თავისუფალ ტერიტორიაზე დაახლოებით 340 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ამავდროულად, მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსი დამპყრობლები 11 სექტემბერს დონეცკის ოლქის ანექსიის შესახებ „რეფერენდუმის“ გამართვას აპირებენ .
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)