12:02 - 16 Aug, 2026
|
2022-07-01 12:40:04, 1514 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლში აღმოაჩინეს კიდევ ერთი მასობრივი საფლავი, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარია
მარიუპოლში აღმოაჩინეს კიდევ ერთი მასობრივი საფლავი, რომელშიც ასზე მეტი ცხედარია. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ქუჩის დროებითი საფლავები, თანდათან, მუდმივ საფლავებად იქცევა. "ნანგრევების ქვეშ ახალი მასობრივი საფლავი მარცხენა სანაპიროზე. კიევის ქუჩა, 53. ისევ 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი. ოკუპანტები ნანგრევებს ასუფთავებენ იქვე, ისევ დაკრძალვაზე არ არის საუბარი. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივ საფლავებად იქცევა“, - თქვა ანდრიუშჩენკომ. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. სარაკეტო დარტყმები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)