|
2022-07-01 10:08:07, 1156 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესის რეგიონში რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ ცნობით, სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ოდესის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. შეტყობინება ოდესის ხელისუფლების ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. უკრაინის სამხედროების ცნობით, 1 ივლისს ღამით, ტუ-22-ის თვითმფრინავმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე. ვარაუდობენ, რომ სამი X-22 რაკეტა მოხვდა 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ორ რეკრეაციულ ცენტრს. სახლის შესასვლელი მთლიანად დაინგრა, წერს დუმსკაია. დილის 05:30 საათისთვის ცნობილია 31 დაშავებული. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვი და ორსული ქალია. ნანგრევებიდან რვა ადამიანი გამოიყვანეს. მძიმე დაზიანებების მქონე პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)