|
2022-06-30 19:25:09, 1679 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონსონი - დღეს უკრაინელებმა ზმეინიზე საოცარი თავდადება და უნარი აჩვენეს, სადაც რუსებს მიწის დათმობა მოუწიათ
თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა ზმეინიზე. - ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, დამტკიცდება, რომ პუტინისთვის შეუძლებელი იქნება, დაიკავოს ქვეყანა. "თუ გსურდათ მტკიცებულება სირთულის დაძლევისა და რუსების მოგერიების უკრაინელების გასაოცარ უნარზე, ნახეთ, რა მოხდა დღეს კუნძულ ზმეინიზე, სადაც რუსებს მიწის დათმობა მოუწიათ... საბოლოო ჯამში, დამტკიცდება, რომ პუტინისთვის შეუძლებელი იქნება, დაიკავოს ქვეყანა, რომელიც მის მმართველობას არ იღებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)