|
2022-06-29 22:21:10, 1615 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი და რუსები შეპყრობილნი არიან უპატივცემულობის სენით, დაპყრობის სენით, საზარელი დანაშაულების ჩადენის სენით
ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე ჭორები არ მაინტერესებს, რადგან ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის სენი, რომლითაც მთლიანად რუსეთი და რუსები არიან შეპყრობილი. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ. "მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, არ სცემენ პატივს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი რა ხდება ვლადიმერ პუტინის თავს. მიმაჩნია, რომ რუსებს, მართლაც უდიდესი სენი სჭირთ და მეჩვენება, რომ ეს ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი ხალხისადმი უპატივცემულობის სენი, დაპყრობის სენი, საზარელი დანაშაულების ჩადენის სენი". - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)