|
2022-06-28 18:23:50, 1235 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი მედვედევს - ტერმინი „თქვენი ყირიმი“ მხოლოდ უკრაინის მოძულე კრემლის ჩინოვნიკის თავში თუ არსებობს
ტერმინი ,,თქვენი ყირიმი" მხოლოდ უკრაინის მოძულე კრემლის ჩინოვნიკის თავში თუ არსებობს. - ამის შესახებ განაცხადა დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ. მისივე თქმით, ყირიმის დაბრუნება მოხდება ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე, უსწრაფესად. "მსურს, დავამშვიდო ბატონი მედვედევი, ტერმინი ,,თქვენი ყირიმი" მხოლოდ უკრაინის მოძულე კრემლის ჩინოვნიკის თავში თუ არსებობს. დროებით ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება მოხდება მალე, ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე". - განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)