|
2022-06-28 15:12:06, 2294 ნახვა
ომი უკრაინაში
„გაჩხრიკეს, ავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს“ - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს
გაჩხრიკეს, ავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს, - ხერსონის მერის მრჩეველი გალინა ლიაშევსკაია აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ქალაქის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. როგორც მერის მრჩეველი სოციალურ ქსელში წერს, იგორ კოლიხაევის გატაცება უკავშირდება მის უართან, ეთანამშრომლა საოკუპაციო ხელისუფლებასთან. "დღეს დილით, ხერსონის მერი კოლიხაევი იგორი მივიდა ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდნენ ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის დარჩენილი თანამშრომლები. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, ის მაშინვე დააკავეს შეიარაღებულმა რუსმა მესაზღვრეებმა. მათ ამოიღეს მყარი დისკები კომპიუტერებიდან, გახსნეს ყველა სეიფი, მოძებნეს დოკუმენტები. მთელი ამ ხნის განმავლობაში კოლიხაევი ჰყავდათ ცალკე ოთახში ხელბორკილებით შეიარაღებული მცველების ქვეშ. ჩხრეკის შემდეგ კოლიხაევი "Z" სიმბოლით გამოსახულ ავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს. დარწმუნებული ვარ, კოლიხაევის დაკავება დაკავშირებულია მისი უარით, ეთანამშრომლა საოკუპაციო ხელისუფლებასთან. რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა მიიღო წერილი „ახალდანიშნული“ მერისგან, რომელიც იწვევდა სამომავლო „ურთიერთქმედების ორგანიზებაზე“ განსახილველად. შეხვედრაზე უარის თქმის გამო დაპატიმრებით დაემუქრა. კოლიხაევი არ წავიდა. ჩვენ ყველას საფრთხეში ვართ. ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა. მეშინია იგორ კოლიხაევის სიცოცხლის",- წერს გალინა ლიაშევსკაია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)