|
2022-06-28 11:11:49, 1672 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული ძალები სულ უფრო და უფრო იშლება, საბრძოლო ეფექტურობა ქვეითდება
რუსული ძალები სულ უფრო და უფრო იშლება, შეინიშნება საბრძოლო ეფექტურობის დაქვეითება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს განახლებული იმფორმაციის თანახმად, რუსულმა ნხარემ ლუგანსკის ქალაქ სევეროდონეცკში მხოლოდ ტაქტიკური წარმატების მიღწევა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ტაქტიკური ჯფგუფია განლაგებული. "უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისჩანსაკში , მას შემდეგ, რაც დაბრუნდნენ სევეროდონეცკიდან, ასევე რუსული სარდლობისა და კონტროლის ჩაშლას რუსული ხაზების უკან წარმატებული დარტყმებით.24-26 ივნისს რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები უკრაინის მასშტაბით შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. ეს იარაღი დიდი ალბათობით მოიცავდა საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც ისროლეს როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის საჰაერო სივრციდან.ეს იარაღი შექმნილია სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების ასაღებად, მაგრამ რუსეთი აგრძელებს მათ დიდი რაოდენობით გამოყენებას ტაქტიკური უპირატესობისთვის.ანალოგიურად, მან განათავსა ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ელემენტები, მაგრამ მიაღწია მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას სევეროდონეცკში. რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო და უფრო იშლება.ისინი ამჟამად იღებენ დეგრადირებული საბრძოლო ეფექტურობის დონეს , რომელიც, ალბათ, არამდგრადია გრძელვადიან პერსპექტივაში, ”- წერს ბრიტანეთის დაზვერვა
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)