|
2022-06-27 14:49:39, 1521 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის აღდგენის მიზნით 10 მილიონ ფუნტს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის აღდგენის მიზნით, 10 მილიონ ფუნტს გამოყოფს, რათა შავ ზღვაში ვლადიმერ პუტინის ბლოკადის შედეგად ჩარჩენილი მარცვლეულის ექსპორტი განხოტციელდეს. მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გეგმავს მოუწოდოს ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო ზომები უკრაინიდან აუცილებელი საკვების მიწოდების მიზნით. "გაეროს გეგმა უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანის შესახებ არის არასაკმარისი რადგან რუსეთი გააგრძელებს სურსათის მიწოდების გამოყენებას, როგორც ვაჭრობის საშუალებას სანქციების შესამსუბუქებლად. მოკავშირეებმა ახლა უნდა განიხილონ გეგმა B- დახმარება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებაში.გლობალური ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და გამოიყენონ თავიანთი ერთობლივი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა, რათა დაეხმარონ უკრაინას და გაუადვილონ ცხოვრება ოჯახებს მთელს მსოფლიოში," - განაცხადა ჯონსონმა. უკრაინამ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მინიმუმ 400 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტში დაადანაშაულა. - ასეთი შეფასება გამოცემა Krym.Realii-ს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ მისცა. ფაქტობრივი ოკუპაციის დროს ამ ტერიტორიებზე ლიფტების რეესტრის მიხედვით მილიონნახევარი ტონა მარცვლეული იყო. და იმ ტერიტორიებიდან უკრაინელებისგან მივიღეთ ინფორმაცია ექსპორტის ფაქტზე. თუ ყველა ამ შემთხვევას დავუმატებთ, მაშინ დაახლოებით 400 ათასი ტონა. გასაგებია, რომ დარჩენილი მილიონი ტონა, ჩვენ ამას მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ შევძლებთ. ვისოცკიმ დასძინა, რომ კიევის ეკონომიკის სკოლის სურსათისა და მიწათსარგებლობის კვლევის ცენტრის თანახმად, უკრაინის სოფლის მეურნეობის ზარალმა სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკვე შეადგინა $4,3 მილიარდი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)