09:37 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 22:07:08, 1677 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენმა 26 ივნისს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ბარბაროსული უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 ივნისს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ბარბაროსული უწოდა. - ამის შესახებ, Reuters-ი იტყობინება.

ბაიდენმა შესაბამისი განცხადება გერმანიაში G7-ის სამიტზე ჟურნალისტების წინაშე გააკეთა და კომენტარი გააკეთა რუსების მიერ უკრაინის დედაქალაქის რეგულარულ დაბომბვაზე.

"ეს მათი ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა", - თქვა ბაიდენმა.

G7 ქვეყნების ლიდერები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია - ბავარიის ალპებში შეხვდებიან.

სამიტის ფარგლებში გაიმართება შვიდი სამუშაო სესია, სადაც განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, პარტნიორობა განვითარებადი ქვეყნებისთვის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, მულტილატერალიზმი და ციფრული ტექნოლოგიები.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს ლიდერებს დისტანციურად შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.

26 ივნისს დილით კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქებები გაისმა, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. კერძოდ, მაშველებმა ნანგრევებიდან შვიდი წლის ბავშვი ამოიყვანეს. ექიმებმა გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics