|
2022-06-26 17:58:25, 1580 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - პუტინს G7-ის ერთად დგომა აღიზიანებს, მხარს დავუჭერთ უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლას
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმები კიევში საცხოვრებელ შენობებზე აჩვენებს საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობას უკრაინის მხარდასაჭერად. იუწყება AP. G7 სამიტის პირველი სესიის მასპინძლობის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას შოლცმა ხაზი გაუსვა უკრაინის საკითხში G7-ის ერთიანობას. "დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინი ამას არ ითვალისწინებდა და ეს მას მას თავის ტკივილს აყენებს - უკრაინის დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე უკრაინელების გამბედაობა და ვაჟკაცობა საკუთარი ქვეყნის დასაცავად.ის, რომ ეს არის სასტიკი ომი, რომელსაც პუტინი აწარმოებს, ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ დავინახეთ კიევში სახლებზე სარაკეტო თავდასხმებით - ეს ცხადყოფს, რომ სწორია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ და მხარს ვუჭერთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი ქვეყანა, თავიანთი დემოკრატია, საკუთარი თავისუფლება,"- განაცხადა შოლცმა. შოლცმა დასძინა, რომ ის და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთსულოვანნი არიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ომის დასასრულებლად. შოლცმა, რომელიც კრიტიკას განიცდიდა უკრაინაში მძიმე იარაღის გაგზავნის შეფერხების გამო, თქვა, რომ „გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ, როდესაც საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების საკითხებს“.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)