|
2022-06-26 13:21:28, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები: კიევს თავს დაესხნენ კასპიის ზღვიდან
რუსეთმა დღევანდელი დარტყმა კიევზე კასპიის ზღვის რეგიონიდან „რუსეთის ფედერაციის მაღალი სიზუსტის და ძვირადღირებული რაკეტებით“ დაიწყო, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკრაინულ ტელემარათონზე. „ასტრახანის რაიონში ფრინდებიან, შეიარაღებულები არიან მთავარი რაკეტებით, რომლებიც ჩვენკენ არის გაშვებული, ეს არის XA-101, მას შეუძლია 5500 კილომეტრამდე ფრენა, ანუ მათ ჩვენთან ფრენა არ სჭირდებათ. უბრალოდ ჰაერში აფრენა, საბრძოლო კურსზე წასვლა და რაკეტების გაშვება უნდა“, - განმარტა მან. წინასწარი ინფორმაციით, დღეს კიევზე 4-დან 6-მდე რაკეტა იქნა გასროლილი, მათგან ორი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისივე თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს. "მეგობრებო! შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები მუშაობენ ადგილზე, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია,“, - განაცხადა კლიჩკომ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)