|
2022-06-19 11:55:24, 1446 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - ლუგანსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი მუდმივად ავსებს რეზერვებს
რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკის აღების კონკრეტულ თარიღებს აღარ ადგენენ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა . გაიდაიმ დასძინა, რომ ზოგადად ლუგანსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი მუდმივად ავსებს რეზერვებს რაიონებში. "რუსების ყველა განცხადება, რომ სევეროდონეცკს აკონტროლებენ, სიცრუეა. დიახ, მართლაც, ისინი აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ არ აკონტროლებენ მთელ ქალაქს. ახლა ვადებზეც კი არ საუბრობენ, არცერთ თარიღს არავინ ასახელებს. უბრალოდ ამბობენ, რომ „ამოცანაა სევეროდონეცკის მთლიანად დაკავება ან ლისიჩანსკი-ბახმუტის მარშრუტის გაჭრა და კონტროლი, ამიტომ ისინი დაბომბვენ მას, მაგრამ არ აკონტროლებენ“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)