|
2022-06-17 20:17:18, 1612 ნახვა
ომი უკრაინაში
მეცოლა - უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსაც მივცეთ
უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსაც მივცეთ. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. "უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ძლიერი პოლიტიკური მესიჯია. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)