|
2022-06-17 10:55:11, 2167 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი - იმედგაცრუებული არ ვარ, ეს საკმარისად ძლიერი სიტყვა არაა, თუ რა გამოიწვია პუტინის ქმედებებმა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელმაკრონმა აღიარა, რომ მისმა საუბარმა ვლადიმერ პუტინთან შედეგი არ გამოიღო და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მან ამის შეგრძნებაც დაიწყო. ამის შესახებ მან European Truth-ს, კიევში ვიზიტისას განუცხადა. მაკრონმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ უკრაინა მას კრემლთან დარეკვას სთხოვდა. „ზოგჯერ მე ვურეკავდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას სურდა პუტინისთვის გარკვეული მესიჯების ან წინადადებების გადაცემა“, -განაცხადა მაკრონმა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა იმასა, რომ სიტყვა- იმედგაცრუება საკმარისად ვერ აღწერს იმას, თუ რა გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებმა. „იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი საათი გავატარე ზელენკსისთან საუბარში და იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მქონდა შანსი ირპენი და ბუჩა მენახა, იმედგაცრუებული არ ვარ, ეს საკმარისად ძლიერი სიტყვა არაა, თუ რა გამოიწვია ამ კაცის ქმედებებმა”,- განაცხადა მაკრონმა. „სწორედ ამიტომ ვეცადე ომის თავიდან აცილება. ამიტომ წავედი ზამთარში მოსკოვში და მანამდე ამ კაცთან ამდენი დრო გავატარე, რადგან მივხვდი, რომ ყოველი ეტაპი, რომელშიც ის გადავიდოდა, ყოველი ახალი ნაბიჯი, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის რაღაც შეუქცევადს შექმნიდა“,- დასძინა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი ჩავიდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)