06:21 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 13:47:45, 2272 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც უკრაინის დამოუკიდლობისთვის იქნება საჭირო

გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების ვიზიტი კიევში არის სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ასევე უკრაინისა და მისი მოქალაქეების მხარდაჭერა და დახმარება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

შოლცის თქმით, სიტუაცია, რომელშიც უკრაინა ახლა იმყოფება „ძალიან უჩვეულოა”. ამასთან, უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც „უკრაინის დამოუკიდლობისთვის იქნება საჭირო".

„ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება, ჩვენ ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ - ფინანსური და ჰუმანიტარული, ასევე როცა საქმე იარაღს ეხება“,- განაცხდა შოლცმა.

გარდა ამისა, შოლცი ასევე ცხადყოფს, რომ სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს „ისინი ხელს უწყობენ იმის შანსს, რომ რუსეთი დათმობს თავის ოპერაციას და კვლავ გაიყვანს თავის ჯარებს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16 ივნისს კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics