06:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 21:17:35, 1703 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - აშშ უკრაინის დასახმარებლად დონბასში $1 მილიარდის იარაღს გაგზავნის

აშშ უკრაინის დასახმარებლად დონბასში $1 მილიარდის იარაღს გაგზავნის. - განაცხადა აშშ-ს პრეზიდნეტმა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდითაა, რადგან რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

"მხარდაჭერის პაკეტი დამატებით საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის ტექნიკას მოიცავს. ასევე,  მოწინავე საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას.მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მხარდაჭერა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდითაა, რადგან რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics