|
2022-06-15 10:37:52, 1034 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: „ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე, ჩვენი საგრანტო პროექტებიასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს"
„ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე და ჩვენი საგრანტო პროექტები, სხვადასხვა დაფინანსების თუ თანადაფინანსების ინსტრუმენტები სწორედ ასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს და მათ საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ნააზრევი, თავიანთი შემოქმედება საინტერესო და კონკურენტუნარიან ბიზნესპროექტებად აქციონ" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული ოცი სტარტაპის დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ღონისძიება ქობულეთში გაიმართა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა. ლევან დავითაშვილმა გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისა და ამ პროცესში სახელმწიფოს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჟიურიში წარმოდგენილი გვყავდა ძალიან ცნობილი სპეციალისტები, ძალიან ცნობილი პარტნიორები, რომლებსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ სტარტაპებთან ურთიერთობის, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბიზნესების წამოწყებების შეფასების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში წარმოდგენილი პროექტების ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში ზოგადად ძალიან საინტერესო სტარტაპ-ეკოსისტემაა და ყოველწლიურად ის სულ უფრო და უფრო უმჯობესდება"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მერვედ ჩატარდა, წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. წელს ფინალისტები სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს - ფინალურ ეტაპზე გადასული 51 სტარტაპიდან 20 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორს მოიცავს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია გამარჯვებული სტარტაპების წარმატებაში, რადგან ეს არის საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტები, რომელთაც საერთაშორისო დონეზე შეუძლიათ კაპიტალის მოზიდვა, თავიანთი წამოწყების განვითარება და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა. „ჩვენ მათ ვეხმარებით სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, წვრთნა და ტრეინინგი, რომელსაც ისინი ცნობილი სპეციალისტებისგან იღებენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი კომპანიები საბოლოოდ საერთაშორისო, გლობალურ მნიშვნელობას შეიძენენ, საქართველოსაც ასახელებენ და ქართულ ეკონომიკაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)