|
2022-06-13 17:29:17, 1213 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: „სტატისტიკური მაჩვენებლები ქვეყანაში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს"
„გვაქვს საკმაოდ დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ იმ დონეზე შენარჩუნდება, როგორსაც წლის დასაწყისში სახელმწიფო გეგმავდა, თუმცა, რამდენიმე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ განაახლა მონაცემები და კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ვიდრე ოფიციალურად იყო დაგეგმილი" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მიერ შემცირდა, ამავე ორგანიზაციამ საქართველოსთვის ეკონომიური ზრდის პროგნოზი გაზარდა, შესაბამისად, არის ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ გვქონდეს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. „რამდენიმე ფაქტორი ამყარებს და რამდენიმე კონტრიბუტორი ეყოლება ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას - ბოლო სავაჭრო მონაცემები, რომელიც განახლდა, არის საკმაოდ პოზიტიური - ექსპორტის უპრეცედენტოდ მაღალი - 48 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მაისის თვის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 37 პროცენტით არის გაზრდილი და 6,913.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ამრიგად, საბაზისო ეფექტი ანუ გახსნის ეფექტი, რომელიც შარშანდელ წელს იყო, წელს უკვე გადავლილია და ეს არის რეალური მონაცემები" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისი შეფასებით, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ტენდენციები, რომელიც გაგრძელდა მაისშიც, ქვეყანაში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. „საქსტატის" მიხედვით, 2022 წლის მაისში ექსპორტი 48.4%-ით გაიზარდა და 504.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში ექსპორტი გაზრდილია 36.2 პროცენტით და 2,091.8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო სავაჭრო ბრუნვა, მაისის თვეში 46.3 პროცენტით მეტია და 1,623.7 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება. გარდა ამისა, 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 6,913.3 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)