|
2022-06-13 16:41:48, 1001 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი „ქარავანი ორბელიანზე“-ს გენერალური პარტნიორია
"საქართველოს ბანკი" ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ურბანული პროექტის, “ქარავანი ორბელიანზეს” გენერალური პარტნიორია. გემრიელი ფუდმარკეტი; სახალისო საბავშვო ზონა და სხვა მრავალი გასართობით 11-12 ივნისს “ქარავანმა ორბელიანზე” სტუმრებს ზაფხულის საინტერესო დღე შესთავაზა. „ქარავანი უკვე მე-4 წელია აერთიანებს მრავალფუნქციურ ღია და დახურულ სივრცეებს, თბილისის ცენტრში - ორბელიანის მოედანზე. ქარავანი ქმნის უნიკალურ გამოცდილებას და ერთიანებს ადამიანებს - მომხმარებლებს და ბიზნეს სუბიექტებს, რათა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ამ კავშირიდან სასიამოვნო და სასარგებლო გამოცდილება მიიღონ. ქარავანი აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას. ესაა: სამეწარმეო ბაზარი; შემეცნებითი, საბავშვო და გასართობი პროგრამები. 11-12 ივნისს ჩვენთან მოსულ სტუმრებს მხიარული დღე მოვუწყვეთ. სტუმრების განწყობაზე 11 ივნისს მიშო ურუშაძემ, 12 ივნისს კი დიჯეი DIASSAMIDZE-მ იზრუნეს. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ქარავანის პირველი უიქენდი უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიებით გაიხსნა და 12 ივნისს, სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისთვის, ფსიქოთერაპიის ცენტრ „კამარას“ უკრაინელი თანამშრომელმა მათთვის არტ თერაპიის ვორკშოპი ჩაატარა“,- განაცხადა თინათინ ხაფავამ, „ქარავანის“ წარმომადგენელმა. „2022 წლის ზაფხულში ქარავანის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკი ბიზნესი. Made in Georgia-ს კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ ქართული ბიზნესების მხარდაჭერას. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, 11 ივნისიდან მოყოლებული, 2 თვის განმავლობაში, ყოველ უქმეებზე მივცეთ შესაძლებლობა ბიზნესებს, კიდევ უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებელს, მოიზიდონ ახალი მყიდველები, გაზარდონ გაყიდვები. გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართველი მეწარმეები და დავარწმუნოთ ისინი, რომ მთავარია დაიჯერონ საკუთარი იდეის, არ გაჩერდენენ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით:
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)