|
2022-06-13 12:52:20, 1086 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ „არტისტერიუმი 15/2022“-ის მხარდამჭერია
თიბისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის „არტისტერიუმი 15/2022“ მხარდამჭერია. ქართულ-უკრაინული გამოფენა „ხვალ“ 15 ივნისს, ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გ. ჭანტურიას ქ. 8, გაიხსნება. ქართველი და უკრაინელი მხატვრების და მწერლების ერთობლივი პროექტი „ხვალ“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. უკრაინელი მონაწილეების ნამუშევრები დამზადდა საქართველოში, მხატვრების მიერ გამოგზავნილი ობიექტების და ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე.
გამოფენის ფარგლებში სამუშაო თემებია: 1. ხელოვნების და ხელოვანის როლი ომის დროს; 2. როგორ მუშაობს ხელოვნება მძიმე კრიზისების პერიოდში და როგორ ასახავს რეალობას 3. გამოსახულებით, ბგერით, ფორმით ან ფერით? 4. ენა ომიანობის დროს: სიტყვების ნაკლებობა ემოციების გამოსახატად; 5. როგორ ვსაუბრობთ ერთმანეთთან ან/და არსებულ მდგომარეობაზე კრიზისულ პერიოდებში?
გამოფენაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ: ანა კორძაია სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, ლადო ფოჩხუა, ბესო უზნაძე, გურამ წიბახაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე. ღონისძიების უკრაინელი მონაწილეები არიან: ალექსანდრა კროლიკოვკსა, ანდრიი ზელინსკი, ანტონ კირიუკი, ანტონ ლოგოვი, ლილია ჩავაგა, მაქსიმ კოზლოვი, მარია პროშკოვსკა, მარიია დროზდოვა, მარიია პროკოპენკო, მარიია ვიშედსკა, მიხაილო ჟარჟაილო (თანამშრომლობა: პიოტრ არმიანოვსკი, რომან ჰაიდაიჩუკი), ნიკიტა ვლასოვი, ვიტალი იანკოვი, ჟენია მაჩკოვსკა, ზოია ლაკტიონოვა.
არტისტერიუმი არის თბილისის ყოველწლიური, საერთაშორისო, თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს არასამთავრობო ხელოვნების ორგანიზაციის, არტერიუმის ასოციაციის მიერ. ღონისძიება შედგება საერთაშორისო გამოფენების, ინდივიდუალური ხელოვნების პროექტები, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებისგან. არტისტერიუმი მასპინძლობს მხატვრებს, კურატორებსა და ხელოვნების კრიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან. "თიბისისთვის" კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. სწორედ ამიტომ, მუდმივად არის ორგანიზატორი, მხარდამჭერი, იდეის ავტორი და მასპინძელი სხვადასხვა გამოფენების, ხელოვნების ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების. თიბისი უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყების დღიდან და მხარს უჭერს „არტისტერიუმი 15/2022“-ს როგორც კულტურისა და ხელოვნების განვითარების, ისე უკრაინის გვერდში დგომის ჭრილში.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)