|
2022-06-13 12:46:39, 1077 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით „ინნ ჯგუფის" კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა
ქუთაისში "ინნ ჯგუფის" უმაღლესი კლასის სასტუმრო - "ქუთაისი ინნ" გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას სამთავრობო სექტორის, ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სასტუმრო დაფინანსებულია „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში. პროექტის დასასრულებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 5 მლნ ლარს შეადგენს.
„ქუთაისი ინნ" 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებს აერთიანებს. სასტუმროში 85 ადამიანი დასაქმდება.
„ინნ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მაღალი დონის სერვისითა და პროდუქტით ვცდილობთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება", - ერეკლე კოკაია, „ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაჩნდა, რომელშიც ადგილობრივები დასაქმდებიან. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ 45%-იანი წილით ტურიზმის სექტორის დაფინანსებაში ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით 44 სასტუმრო გაიხსნა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში," - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი „ინნ ჯგუფი" 2015 წელს დაარსდა და დღეისათვის ის 8 კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა 4 მოქმედი სასტუმრო: „გუდაური ინნ", „ივერია ინნ", „ბაკურიანი ინნ", „როიალ ინნ" და 2 მშენებარე სასტუმრო: „ახალციხე ინნ" და „გორი ინნ". მოქმედი და მშენებარე სასტუმროების დასრულების შემდეგ, ჯგუფის მართვაში ჯამში 4 და 5 ვარსკვლავიანი კატეგორიის 800 ნომერზე მეტი იქნება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)