|
2022-06-12 11:55:59, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპას აშინებს
ევროპაში ახლა ისმის არგუმენტები გარდაუვალი პრობლემების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ. მინისტრის თქმით, რამდენიმე წლის წინ ევროპა ყოყმანობდა უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხზეც, თუმცა ამას მათთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. "მათ განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა უკრაინელებს მისცენ და არ მისცენ რუსებს ამავდროულად, მოგვცეს - არაფერი მოხდა. თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, ასე არ მოხდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, ასეთი არაფერი მომხდარა".- ამბობს კულება. მან აღნიშნა, რომ იგივე არგუმენტები ახლა ევროპაში ისმის იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. "სულ რაღაც ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ დისკუსიის პუნქტს მივაღწევდით ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე. ყველას, ვინც დიდი ხანია უკრაინის ევროინტეგრაციაშია ჩართული, ესმის, რომ ეს კვანტური ნახტომია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. განაცხადა. კულებამ აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო ერთ რეალობაშია. "ახალმა რეალობამ დააჩქარა ყველაფერი და ახლა ჩვენ ავაშენებთ კედელს. ახლა არცერთი ჩვენგანი არ იყურება ქვემოთ. ყველა მაღლა იყურება... ევროკავშირის უმრავლესობას ესმის, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს. მთელ ევროპას. ეს არის მოგება ყველასთვის. ჩვენ უნდა გადავლახოთ შ სტერეოტიპები და შიშები", - განაცხადა კულებამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)