|
2022-06-10 13:37:45, 2159 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 120-ზე მეტი მცხოვრები ტყვედ აიყვანეს
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში 120-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დამპყრობლები აგრძელებენ რეგიონში უკრაინის მოქალაქეების გატაცებას. 2022 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, დამპყრობლებმა მძევლად 321 მშვიდობიანი მოქალაქე აიყვანეს, მათგან 200 გაათავისუფლეს, 121 კი კვლავ მძევლად რჩება. „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტერორისტების მიერ გატაცებული ადამიანები სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გენერალური შტაბის თანახმად, რუსული ჯარები ცდილობენ განაახლონ შეტევა, რათა, სავარაუდოდ, მთლიანად დაიპყრონ ზაპოროჟიეს რეგიონი. ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრე სტარუხის თქმით, რუსების სისასტიკეს ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მიმდინარეობს. ოკუპირებული დასახლებები დატოვა მოსახლეობის 85-90%-მა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)