|
2022-06-08 16:41:50, 1308 ნახვა
ეკონომიკა
საუკეთესო ავტობუსი, საუკეთესო სატვირთო და საუკეთესო ფურგონი - MAN-ის ტრიუმფი ETM Awards-ზე
• MAN TGS-მა თვითმცლელის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება; • საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში წარმატება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად; • MAN Lion's Coach-მა სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში ჯილდო მეოთხედ მიიღო; • მეოთხედ აიღო პირველი ადგილი სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ, ნულოვანი გამონაბოლქვით. ETM (EuroTransportMedia) Awards 2022-ის ტრიუმფატორი MAN Truck & Bus გახდა. კომპანიამ სატვირთო ავტომანქანების, ავტობუსებისა და ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით 4 კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. დაჯილდოების ცერემონია 1-ელ ივნისს ბერლინში ჩატარებული კონგრესის „მომავლის კომერციული სატვირთო ავტომანქანები 2022“-ის ფარგლებში გაიმართა. საუკეთესო კომერციული სატვირთო მანქანებისა და ბრენდის გამოსავლენად სატვირთო კომერციული მანქანების გამოცემა ETM-Verlag-ის 6000-მა მკითხველმა მისცა ხმა. გამოკითხვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კომპანია DEKRA, რომელიც ავტომანქანების ტესტირებას ახორციელებდა. მკითხველთა გამოკითხვაში „საუკეთესო სატვირთო მანქანა“, „საუკეთესო ფურგონი“ და „საუკეთესო ავტობუსი“, 16 კატეგორიაში, 216-ზე მეტი კომერციული სატრანსპორტო საშუალების მოდელი მონაწილეობდა. „ETM Awards ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია MAN-ის გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდისთვის. 200-ზე მეტ კონკურენტთან გამარჯვება ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის „საუკეთესო ფურგონი“, „საუკეთესო სატვირთო მანქანა“ და „საუკეთესო ავტობუსი“, დიდ სიამაყის გრძნობასა და მოტივაციას გვანიჭებს“, - ფრიდრიხ ბაუმანი, MAN-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. კრისტოფ ჰუბერი, MAN Truck & Bus Deutschland GmbH-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „ჩვენმა პროდუქციამ წელს კიდევ ერთხელ შეძლო შთაბეჭდილების მოხდენა სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და ფურგონების კატეგორიებში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ და ავტობუსმა MAN Lion's Coach-მა ზედიზედ მეოთხედ დაიკავეს პირველი ადგილი ETM Awards-ის კონკურსში“.
MAN TGS თვითმცლელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული MAN TGS-ია, რომელიც იდეალურად არის მორგებული შესაბამის დარგობრივ მოხმარებაზე. სატვირთო გამორჩეულია მაღალი ხარისხით, გამძლეობით, გათვლილია მძიმე პირობებში ექსპლუატაციისთვის. სატვირთოში, ამავდროულად, მთავარი აქცენტი კეთდება მძღოლის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. MAN TGS აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა საგზაო საცობის ასისტენტი, რომელი ზრუნავს მძღოლის კომფორტზე შეფერხებული გადაადგილების დროს Congestion Asisistant-სა და Stop&Go ფუნქციის მეშვეობით. დამონტაჟებულია MAN OptiView-ის უსაფრთხო მართვის სისტემა. ის ეხმარება მძღოლს მანევრირების, ზოლიდან ზოლში გადასვლისა და შემობრუნების დროს.
საქალაქთაშორისო და სამგზავრო ავტობუსების კატეგორიებში MAN კვლავ პირველ ადგილზეა საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში გამარჯვება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად.
კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული MAN Lion's Coach-ია, რომელმაც მაღალჭერიანი სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება. მისი დიზაინი და პროპორციები ისეა შექმნილი, რომ მგზავრებმა და მძღოლებმა MAN Lion's Coach-ში ჩაჯდომისთანავე იგრძნონ თავი კომფორტულად. ამ მიზანს MAN-მა, ერთი მხრივ, - კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერით, ჰარმონიული და მუდმივად ელეგანტური ფერებით, მეორე მხრივ კი, უწყვეტი LED განათების ზოლით მიაღწია.
MAN eTGE ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებს MAN eTGE-მ ასევე ზედიზედ მეოთხეჯერ გაიმარჯვა ელექტროტრანსპორტიორის კატეგორიაში. MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანიაში გერმანული ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის, ETM Awards-ზე გამარჯვებული თვითმცლელებიც.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|






ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)