|
2022-06-08 10:31:45, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - მარიუპოლში დაღუპული 210 ჯარისკაცის ცხედარი დავიბრუნეთ
უკრაინამ მიიღო 210 დაღუპული სამხედროს ცხედარი, რომელთა უმეტესობა აზოვსტალის ქარხნის მცველი იყო. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს განცხადებით, პრეზიდენტის დავალებით, საკოორდინაციო შტაბი მუშაობს იმისთვის, რომ დაიბრუნონ ყველა დაღუპული და დატყვევებული. ამასთან არ აკონკრეტებენ იმას თუ როგორ მოიპოვეს ცხედრები. „ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით მიმდინარეობს მარიუპოლის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების დაბრუნების პროცესი, დღემდე დაბრუნებულია 210 ჯარისკაცი. მათი უმრავლესობა. არიან აზოვსტალიდან“, - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 7 მაისს დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინულ მხარესთან ერთად დაღუპული სამხედროების ცხედრების პირველი ორმხრივი გადაცემა მოხდა „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ, ამასთან რესპუბლიკამ აღნიშნა, რომ სანამ კიევი ფიქრობდა, დაეწყო თუ არა ეს პროცესი თუ არა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება იძულებული გახდა გადაეწყვიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების ასზე მეტი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკრძალვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)