|
2022-06-07 11:42:39, 1123 ნახვა
ეკონომიკა
შეხვედრები ხელოვანებთან „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში
„თიბისი კონცეპტის“ სივრცემ, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2022"-ის ფარგლებში, ორ გამოფენას უმასპინძლა. ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის გამოფენა „მთის მიღმა" 7 მაისს, ხოლო ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი" 10 მაისს გაიხსნა. ვახო ხეთაგური - დაიბადა 1989 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2012 წელს სწავლობდა გურამ წიბახაშვილის ფოტოსკოლაში, 2013-2014 წლებში გაიარა სემინარები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით. მუშაობს პერსონალურ პროექტებზე და თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვახოს პირველი გრძელვადიანი პროექტი არის "ცხოვრება რელსებზე", რომელზეც დღემდე აგრძელებს მუშაობას. სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმასა და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს - როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა. გამოფენების ჭრილში გაიმართა საინტერესო შეხვედრები. 2 ივნისს, ვახო ხეთაგურთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და „ქოლგა თბილისი ფოტო"-ს დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა. საუბარი შეეხო ვახოს შემოქმედებას და გამოფენის ირგვლივ დისკუსიას. 3 ივნისს, თიბისი კონცეპტის სივრცემ უმასპინძლა შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან. ირინა პოპიაშვილი, კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. შეხვედრაზე ისაუბრეს სანდროს შემოქმედებასა და გამოფენაზე „გარე თვალით დამკვირვებელი".
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)