|
2022-06-06 15:48:57, 882 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა დიდი წარმატებით მიმდინარეობს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაისში ტურისტული ვიზიტები, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 62.3%-ით აღდგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის აღდგენის სწორი სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით მუშაობს. სამინისტრო მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით 228.5%-ი შეადგინა, ხოლო მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა, რაც 173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 62.3%-ითაა აღდგენილი. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, გავააქტიურეთ მუშაობა მიზნობრივ ბაზრებზე და ხელი შევუწყეთ ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ჩვენს ავიაბაზარზე. შედეგად, მივიღეთ ტურიზმის ზრდის უფრო დაჩქარებული დინამიკა, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკაში შემოსულობებზე, ასევე ახალ სამუშაო ადგილებზე. ამდენად, მოხარული ვართ, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა დიდი წარმატებით მიმდინარეობს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით 257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.2022 წლის 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906,670 შეადგინა, რაც 213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)