|
2022-06-04 10:29:05, 2191 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შრის დედა და შვილი
ლუგანსკის ოლქში 3 ივნისს, დღის განმავლობაში, დამპყრობლების მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის დედა და შვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ ავრცელებს. გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში არიან დაჭრილები. მისი თქმით, დამპყრობლებს აქვთ დანაკარგი, თუმცა ამის მიუხედავად აგრძელებენ ქალაქის შტურმს. „ქალაქ გორსკოეში 3 ივნისს რუსული არმიის დაბომბვის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. კიდევ ერთმა ადამიანმა სიცოხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო ქალაქ ზოლოტეში, ასევე გორსკოეში 3 დღის წინ ცნობილი გახდა კიდევ ეთი მოკლულის შესახებ“, - განაცხადა გაიდაიმ. გაიდაი აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მინიმუმ ექვსი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში, რვა სახლი გორსკში, შვიდი ნოვოივანოვკაში, ექვსი ვრუბოვკაში და ასევე განადგურდა საცხოვრებელი მარაგი მეტელკინოში. „კიდევ ერთხელ სცადეს დასახლებს შორის კავშირის გაწყვეტა, დაბობმეს ხიდი. გუშინ ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა ბინას. საბედნიეროდ იქ მყოფი მამა-შვილი არ დაშავებულა. ჩვენმა სამხედროებმა ისინი სევეროდონეცკის გარეთ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს,“ - წერს გაიდაი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)