|
2015-02-05 10:20:36, 1198 ნახვა
საზოგადოება
112-თან დაკავშირების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში შშმ პირებისთვის ტრენინგი ტარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა „112“-ის თანამშრომლებისათვის ტრენინგს ატარებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით „112“-თან დაკავშირების პროექტის ფარგლებში ტარდება. ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა, სამი დღის განმავლობაში, 112-ის თანამშრომლებსა და ჟესტების ენის მცოდნე ოპერატორებს ტრენინგს ჩაუტარებს პროექტის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გადაუდებელი დახმარების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირებას ითვალისწინებს. ტრენინგზე ასევე განიხილეს ეფექტური კომუნიკაციის წარმოების გზები სმენადაქვეითებულ პირებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს ალექსანდრე ბოუსემამ საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპაში არსებული მოდელები გაუზიარა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელშეწყობით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)