|
2022-05-31 14:17:30, 977 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის, დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა. შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და Swedfund International AB (Swedfund)-თან გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბოლოო თანხმობის შემდეგ, აღნიშნული ტრანზაქცია ქვეყნის მასშტაბით იქნება პირველი დამატებითი პირველადი კაპიტალი სპეციალური მწვანე კომპონენტით. შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინანსურ რესურსს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიდგომა“-სთან (GET) შესაბამისობაში მყოფ ინვესტიციებში მიმართავს. ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში EBRD და Swedfund გამოყოფენ გრანტს, რომლითაც მხარს დაუჭერენ საქართველოს ბანკის მიერ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივებს. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა EBRD-თან და Swedfund-თან ახლა უკვე მწვანე კომპონენტის მქონე დამატებითი პირველადი კაპიტალის მოზიდვის ფარგლებში გრძელდება. აღნიშნული სინდიცირებული ფინანსური რესურსი ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიცირება უცხოური ვალუტის თვალსაზრისით, მწვანე კომპონენტი კი გააძლიერებს ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-სა და Swedfund-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მრავალი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო ჩვენ დიდი ხნის პარტნიორთან - საქართველოს ბანკთან. ეს არის EBRD-ს პირველი სუბორდინირებული AT1 ფინანსური პაკეტი, ინსტრუმენტი, რომელიც გააძლიერებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურას, შექმნის ბუნებრივ დაცვას ვალუტის მერყეობისაგან და უზრუნველყოფს დამატებითი კაპიტალის უწყვეტ შედინებას საქართველოს რეალურ ეკონომიკაში. აქვე მინდა განსაკუთრებულად შევაქო საქართველოს ბანკი აღებული ვალდებულებისთვის სესხის ექვივალენტი თანხით განახორციელოს მწვანე ინვესტიციები, რომლებიც შეესაბამება EBRD-ს მკაცრ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომას”,- განაცხადა ფრანსის მალიჟმა, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში წამყვანი და სისტემური ბანკის მხარდაჭერა. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს ბანკთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაგრძელებას. ეს Swedfunds-ის რიგით მეორე ინვესტიციაა საქართველოს ბანკში ფინანსური ინკლუზიისა და მწვანე კომპონენტის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს ბანკს აქვს ფართო მომხმარებელთა ბაზა, კარგად დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, ის მძლავრად არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში, მას აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის დიდი გამოცდილება. Swedfund-ი ინვესტიციებს ახორციელებს EBRD-ის პარალელურად, რათა ხელი შეუწყოს ბანკის მწვანე კომპონენტის პორტფელის გაფართოებას“,- განაცხადა მარია ჰაკანსონმა, Swedfund-ის გენერალურმა დირექტორმა.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)