18:53 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 13:16:55, 1090 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg - ნავთობის ემბარგოს გამო, რუსეთი წელიწადში 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს

ევროკავშირის წევრების მიერ შეთანხმებული ნავთობის ემბარგოს გამო , რუსეთი წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება .

გამოცემის გათვლებით, რუსული ნავთობის იმპორტის დაახლოებით ორი მესამედი ოფშორული გადაზიდვებიდან მოდის. ემბარგოს დაწესების შემდეგ, რუსეთი წელიწადში 10 მილიარდ დოლარამდე საექსპორტო შემოსავლებს დაკარგავს. 

ეს იმიტომ ხდება, რომ აკრძალვა რუსეთს აიძულებს გაყიდოს თავისი ნავთობი ფასდაკლებით აზიაში, სადაც ის უკვე დაახლოებით 34 დოლარით იაფია ბარელი Brent-ის ფიუჩერსების ფასებზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ასევე მოიცავს სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვას, თქვა მან. მეექვსე პაკეტი ასევე ითვალისწინებს SWIFT-დან უმსხვილესი რუსული ბანკის Sberbank-ის გათიშვას და უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics