|
2022-05-29 12:08:10, 2299 ნახვა
ომი უკრაინაში
ყირიმის საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლებამ საავადმყოფოებს უბრძანა, უარი ეთქვათ სამოქალაქო პაციენტების მიღებაზე, რათა რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლები გაეთავისუფლებინათ. ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სისხლის დონაცია მზარდი ტემპით გროვდება. მათივე ცნობით, ყირიმში დონორთა სისხლის შეგროვება ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გაიზარდა ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებისთვის საჭირო ღონისძიებების რაოდენობა, ბელარუსის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და ავიადარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება. „ოკუპანტები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის ბრიანსკისა და კურსკის რეგიონების მიმართულებით. მათ ნაღმმტყორცნებით გაუხსნეს ცეცხლი უკრაინული ძალებს სუმის რეგიონში. სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიან ცეცხლს, ასევე იღებენ ზომებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შესავსებად, რათა თავიდან აირიდონ უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლა სახელმწიფო საზღვრისკენ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო არსებული ფრონტის ხაზის შეკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)