|
2022-05-26 16:11:16, 2692 ნახვა
ომი უკრაინაში
ფინეთის პრემიერ-მინისტრი ბუჩაში ჩავიდა
ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ბუჩაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ფინეთის პრემიერი ცოტახსნის წინ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში - ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიწის დაცვას. მადლობა ფინეთის პრემიერ მინისტრს სანა მარინს სტუმრობისა და თავდაუზოგავი მხარდაჭერისთვის!“,-წერს ზელენსკი შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". ამასთან, დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)