|
2022-05-25 18:05:01, 1701 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს და ხერსონის მაცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მისცემენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის გამარტივებული პროცედურა იმოქმედებს. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები შევიდა განკარგულებაში, რომლითაც ასეთი გამარტივებული პროცედურა მიენიჭა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლებს. „უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს ოლქის ან უკრაინის ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე, აქვთ უფლება მოითხოვოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე მიღება გამარტივებული წესით 2002 წლის 31 მაისის №62-FZ ფედერალური კანონის მე-14 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“,- წერია დოკუმენტში. გარდა ამისა, დადგენილებაში მითითებულია ასევე, რომ უცხოელებს აქვთ უფლება მოითხოვონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით ისეთი პირობების დაკმაყოფილების გარეშე, როგორიცაა რუსეთში ცხოვრების ხუთწლიანი ვადა, საარსებო წყარო და რუსული ენის ცოდნის ტესტი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის პუტინის 2019 წლის განკარგულებით შემოიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მას ხელი მოეწერა „ადამიანის და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით ხელმძღვანელობით" და კანონის „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ" მუხლის შესაბამისად. ახალი განკარგულება, რომელიც ეხება უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობას, ხელი მოეწერა 25 მაისს და ძალაში შედის ამ დღიდან.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)