|
2022-05-24 10:26:47, 1749 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები ცდილობენ გააძლიერონ პოზიციები, ომის მომავალი კვირები რთული იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ომის მომავალი კვირები რთული იქნება, ვინაიდან რუსი ოკუპანტები ცდილობენ მოიზიდონ რეზერვები და გააძლიერონ პოზიციები. „რუსი ოკუპანტები ძალიან ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს არ დათმობენ ხარკოვის ოლქის დატყვევებულ ტერიტორიებს, არ დათმობენ ხერსონის რეგიონს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიას და დონბასს. სადღაც წინ მიიწევენ, სადღაც. ისინი იზიდავენ რეზერვებს, სადღაც ცდილობენ გააძლიერონ პოზიციები. ომის მომავალი კვირები რთული იქნება. და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინელებს ბრძოლის ალტერნატივა არ აქვთ. "ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი. იმიტომ, რომ ოკუპანტებს სურთ წაართვან ჩვენგან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი, რაც გვაქვს. მათ შორის უკრაინელების სიცოცხლის უფლება", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 23 მაისის საღამოს, რუსმა დამპყრობლებმა სევეროდონეცკის მიმართულებით დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს . აასევე, ლუგანსკის მიმართულებით მტერმა ძალით ჩაატარა დაზვერვა, წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)