2022-05-23 12:55:28, 897 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ომი არ შეჩერდება, კიევი არ მიიღებს ტერიტორიის დათმობის რაიმე შეთანხმებას
კიევი არ მიიღებს მოსკოვისგან რაიმე შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ტერიტორიის დათმობას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, დათმობებზე წასვლას „უკუჩვენება“ მოჰყვება, რადგან რუსეთის საპასუხო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება. „ომი არ შეჩერდება (არანაირი დათმობის შემდეგ). ეს უბრალოდ გარკვეული დროით შეჩერდება. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები შექმნიან იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ თავიანთ შეცდომებზე, ცოტათი მოდერნიზდებიან, გაათავისუფლებენ ბევრ გენერალს და დაიწყებენ კიდევ უფრო სისხლიან და მასშტაბურ შეტევას”,- განაცხადა პოდოლიაკმა. გარდა ამისა, პოდოლიაკმა ასევე უარყო მოწოდებები სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რუსული ძალების დარჩენას მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში და თქვა, რომ „რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, რის შემდეაცგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება”. ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე უკრაინამ შესთავაზა ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას მისთვის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ. ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკის შემდეგ პროცესი შეჩერდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. 24 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინული და რუსული მხარეები ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. ავტორი: ექსპრესნიუსი, ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|