|
2022-05-23 10:59:17, 2402 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდეტმა რუსეთის აგრესიის მხარდამჭერთა აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუმჯობესებს სანქციების ეფექტურობას ფიზიკური პირების აქტივებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურზი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, კანონი აწესებს სანქციების ახალ ტიპს, ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი აქტივების სახით, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შეუძლიათ განკარგონ. აღნიშნული კანონი უმაღლესმა რადამ 12 მაისს მიიღო. „სანქცირებული პირების აქტივების იდენტიფიცირებისა და კონფისკაციის პროცედურა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ დამპყრობლების აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, შესაძლებელს გახდის უკრაინის ბიუჯეტის სწრაფად და ეფექტურად შევსებას მტრების ხარჯზე. კანონი ითვალისწინებს მკაფიო მითითებებს. ამ პროცესზე კი შესაბამისი ორგანოებია პასუხისმგებელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ პროცესში იუსტიციის სამინისტროც ჩაერთვება. ხოლო უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლო ადმინისტრაციულ წარმოებას სახელმწიფო შემოსავალში ქონების აღდგენის სახით განახორციელებს . შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 აპრილს უმაღლესმა რადამ ამ კანონს მხარი დაუჭირა, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თავისი წინადადებებით დაუბრუნა პარლამენტს სხდომათა დარბაზში განსახილველად. შესწორებული კანონის მიღების შემდეგ კი მას ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)