|
2022-05-21 16:11:07, 3130 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა მედიამ ბუჩაში უკრაინელების სიკვდილით დასჯაში ეჭვმიტანილი დაასახელა
რუსულმა მედიამ დაადგინა სამხედროების ვინაობა The New York Times-ის ვიდეოდან ბუჩას მკვიდრთა მასობრივი სიკვდილით დასჯის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „Важные истории“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 37 წლის ჩინგიზ ატანტაევი არის NYT-ის მიერ გამოქვეყნებული სათვალთვალო კამერების ვიდეოს ეკრანებზე, რაზეც სახის ამოცნობის სერვისები და მისი ბიოგრაფიის დეტალები იმიუთითებს. ატანტაევი წარმოშობით მაგადნელია, მაგრამ მრავალი წელია, რაც ფსკოვში ცხოვრობს. სწორედ იქ არის განლაგებული 104-ე და 234-ე საჰაერო თავდასხმის პოლკები (სამხედრო ნაწილი 32515 და სამხედრო ნაწილი 74268, შესაბამისად), რომლებიც, The New York Times-ის მიხედვით, ბუჩას გაწმენდით იყვნენ დაკავებულნი. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა ატანტაევთან დაკავშირება მისი მეუღლის მეშვეობით სცადეს, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემაზე და ჩინგიზთან დაკავშირებაზე უარი განაცხადა. ამავე დროს, მან NYT სტატიას ყალბი უწოდა. შეგახსენებთ, 20 მაისს The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რუსი სამხედროების მიერ უკრაინული ბუჩას ცხრა მცხოვრების მკვლელობაზე, რის შემდეგაც მეორე დღეს თვითმფრინავმა მათი ცხედრები იაბლონსკას 144-ში მდებარე ოფისის შენობასთან დააფიქსირა. ამასთან, ცნობები ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკისა და სიკვდილით დასჯის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს მარტის ბოლოს. ბუჩას ისტორიებმა და სურათებმა გააძლიერა საერთაშორისო მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულების სასამართლო პროცესის შესახებ. რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უარყვეს ცნობები ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ და მათ „ყალბი“ უწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)