|
2022-05-21 13:48:05, 1494 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ომში გამარჯვება აუცილებლად იქნება ბრძოლაში, მაგრამ დასასრული კი დიპლომატიაში
ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა დავასრულოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა. ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთის ფედერაციასთან ომის დასრულებას. „მართალია ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა დავასრულოთ. ვფიქრობდი, რომ დიალოგით შეგვეძლო დასრულება. ახლა მივხვდი, რომ დასასრულიც დიპლომატიური იქნება, თავად დასასრული. მაგრამ, სამწუხაროდ, ვფიქრობდი, რომ ამ დიალოგს, შესაბამისი ტერმინი ჰქონდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ზელენსკიმ დასძინა, რომ მას სჯეროდა, რომ დიალოგთ შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვაზე პასუხისა და მრავალი გამოსავალის პოვნა. „ახლა კი ეს ყველაფერი მანქანას ჰგავს - და არა ბენზინზე ან ელექტრო მანქანას, არამედ ჰიბრიდს, ამიტომაა ომი ასეთი რთული. გამარჯვება კი ძალიან რთული და სისხლიანი იქნება, ომში გამარჯვება აუცილებლად იქნება ბრძოლაში, მაგრამ დასასრული აუცილებლად დიპლომატიაში, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არის რაღაცეები, რასაც მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დავასრულებთ... იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ყველაფრის დაბრუნება, ხოლო რუსეთის ფედერაციას არ სურს ყველაფრის დათმობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაფრის გაცემა. ამიტომ, დასასრული იქნება ასეთი“, - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ის მზად იყო რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, მაგრამ მოლაპარაკებების მიზნები იმის მიხედვით შეიცვლებოდა, თუ როდის გაიმართება შეხვედრა. მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი გადადის დასკვნით ფაზაში, რომლის დროსაც იქნება კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)