19:39 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 10:35:48, 2135 ნახვა

ეკონომიკა
Reuters- გერმანია და იტალია რუსული გაზის საფასურს რუბლში გადაიხდიან

გერმანიისა და იტალიის ხელისუფლებამ თავის კომპანიებს უთხრეს, რომ შეუძლიათ გახსნან რუბლის ანგარიშები, რათა განაგრძონ რუსული გაზის გადახდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის გარეშე.

ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოსთან თანამოსაუბრეების თქმით, ბერლინმა შეატყობინა გერმანელ იმპორტიორებს, რომ მათ შეუძლიათ რუბლის ანგარიშების გახსნა იმ პირობით, რომ გაზპრომბანკში გადახდები განხორციელდება უცხოურ ვალუტაში. გერმანიის ხელისუფლება "მოქმედებდა ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით".

იტალიის მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს კონსულტაციები ევროკომისიასთან და მიიღეს განმარტებები „ლეგალურად როგორ  იყიდოს რუსული გაზი“, წერს სააგენტო. ეს მოხდა მანამ, სანამ იტალიურმა ენერგეტიკული კომპანია Eni-მ სამშაბათს განაცხადა, რომ დაიწყო გაზპრომბანკში ორი საკონტროლო ანგარიშის გახსნის პროცესი - ევროში და რუბლებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics